მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერთა ასოციაცია: ხვალ აგრარულ სექტორში პროფესიული განათლების როლზე შეხვედრა გაიმართება

5f1ed95f0601a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.20 19:05
1403
ხვალ აგრარული სექტორის გამოწვევბზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ - ამის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძინება 28 ივლისს 17 საათზე სასტუმრო „სტამბას“ ვერანდაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დონორ ორგანიზაციებთან ერთად აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

როგორი უნდა იყოს აგრარული პროფესიული განათლების პოლიტიკა, როგორ უნდა დარეგულირდეს საგანმანათლებლო სისტემასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობა, ვინ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება და გააძლიეროს ადამიანური რესურსი სოფლის მეურნეობაში - ამ თემებზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან თამარ ქიტიაშვილთან ერთად იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (MESCS) მხარდაჭერით დარგობრივი უნარების ორგანიზაციის აგრო დუოს მონაწილეობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

ცნობისთვის, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“ 2019 წლიდან უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. ორგანიზაციის მიზანია ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში ადამიანური რესურსის გაძლიერება.