24.თებერვალი .2020 12:22

ფინანსთა მინისტრი პარლამენტში არ მივიდა

views 755
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

„დღეს ფინანსთა მინისტრის მობრძანება იყო დაგეგმილი, უნდა გაცნობოთ, რომ მობრძანებას არ აპირებს. მასთან დილით მქონდა კომუნიკაცია და წინა დღეებშიც. ის რჩება იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომელიც მოიწერა და თქვა, რომ თანახმაა მოვიდეს სესიაზე და ახსნას ეს საკითხები, ხოლო კითხვების დარჩენის შემთხვევაში, თანახმა იყო მოსულიყო კომიტეტზე. მე მას ვესაუბრე და ვეცადე დამერწმუნებინა, რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

კაკულიას ინფორმაციით, მაჭავარიანმა დღეს დილით დაუდასტურა, რომ პარლამენტში არ მივიდოდა. 

შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიწვევით პარლამენტში უნდა მისულიყო.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მინისტრს სამ საკითხზე უნდა ესაუბრა.
ეს თემებია:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.

2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.

3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა