მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსად დაინიშნა

5e186e17678b3
BM.GE
10.01.20 16:31
2329
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.

ლერი ბარნაბიშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2013-2015 წლებში - აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.