მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთში ტურისტულ გამოფენაში 5 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა

63cf8781f1921
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.23 12:14
607
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ადმინისტრაცია თავად ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰელსინკიში გამართულ გამოფენაზე MATKA 2023 ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი. ჯამში კი ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.

ცნობისთვის, გასულ წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან ჯამში 15 591 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ქვეყნების მიხედვით ვიზიტების რაოდენობა ასე ნაწილდება: ყველაზე მეტი 4 345 ვიზიტორი საქართველოს გასულ წელს შვედეთიდან ჰყავდა, მას მოსდევს დანია - 3 103 ვიზიტორით, ნორვეგია - 2 714, ფინეთი - 2 154 ვიზიტორით. შვედეთის შემთხვევაში აღდგენის მაჩვენებელი 45%-ია, დანიის - 51%-ია, ნორვეგიის შემთხვევაში 52.8%, ხოლო ფინეთის შემთხვევაში - 52.2%-ია.