მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოში 3.6 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა - როგორია აღდგენის დინამიკა?

ტურისტი ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის (2019) მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

2023 წლის III კვარტალის მდგომარეობით 2,706,863 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან მიმართებით 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ვიზიტორების დეტალური სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები