მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 464 ბავშვი დაიღუპა, 934 - დაშავდა

64175853bc9b2
ალა ისპირიანი
19.03.23 22:30
677
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 464 ბავშვი დაიღუპა, 934 კი დაშავდა.

პროკურატურა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები საბოლოო არ არის. გენერალური პროკურატურის ცნობით, მსხვერპლის ყველაზე მეტი რაოდენობა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში დაფიქსირდა.

უწყებამ ასევე ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქმის 16,226 უკრაინელი ბავშვი იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთში, საიდანაც 367 დაკარგულად ითვლება. 

შეგახსნებთ, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა. დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც. 

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.