მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Under 30-ის პროექტის გამარჯვებულები ევროპის სამიტზე, ისრაელში გაემგზავრებიან

627b7e0f8ddec
მარიამ ადამია
11.05.22 13:19
749
წელს პირველად საქართველოში Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი ტარდება. ის ამერიკული Forbes-ის ანალოგია. ღონისძებისთვის სპეციალური მოწვევით ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას კლეინერი ჩამოვიდა, რომელიც სამიტზე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს - "როგორ უნდა გავხდეთ მომავლის ლიდერი". ისე ასევე დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხებს. 

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა Forbes-ის ამერიკული გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ქართულ პროექტში გამარჯვებულებს გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. ევროპის სამიტი კი წელს ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, მაისის ბოლოს გაიმართება და ამ ოთხდღიან თავგადასავალს, Forbes საქართველოს Under 30-ის გამარჯვებულებიც შეუერთდებიან.

ინფორმაციისთვის, Forbes Georgia-ის ახალგაზრდული სამიტი დღეს, 11 მაისს, საღამოს 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტში ჩატარდება.

Forbes-ის რედაქციაში წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 370-მდე აპლიკაცია შევიდა, საიდანაც საუკეთესო კანდიდატები ჯამში 5 ნომინაციაში გადანაწილდა.