მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი ბრაზილიაში საწარმოებს ხურავს

5ffd92c27e5c6
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 20:15
814
ავტოკონცერნი Ford-ი ბრაზილიაში სამ საწარმოს დახურავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სავარაუდოდ, 5,000 ბრაზილიელი სამსახურს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ავტოკონცერნის გადაწყვეტილება კომპანიის გლობალური რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რადგან Ford-ი ამით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.

”ჩვენ სამხრეთ ამერიკის და ბრაზილიის ბაზრებზე თითქმის საუკუნეზე მეტია ვოპერირებთ; სამწუხარო ფაქტია, თუმცა ეს გახლავთ აუცილებელი ნაბიჯი მდგრადი ბიზნესის შესანარჩუნებლად”, - თქვა Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ.

გამოცემა წერს, რომ პანდემიის ფონზე Ford-ი წარმოების მაშტაბების შემცირებას და საწარმოების ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში დახურვას ისედაც გეგმავდა. გასულ წელს კომპანიამ ასობით სამუშაო ადგილი გააუქმა. 

Ford-ი ანალიტიკურ კომპანია IHS Markit-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გლობალურად 2020 წელს მანქანების გაყიდვები, დაახლოებით, 15%-ით შემცირდა. რაც შეეხება კონკრეტულად ბრაზილიას, გაყიდვებმა 26%-ით იკლო და პანდემიამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.