მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში ინვესტიციებს ასამმაგებს

6021485378892
ნათია თაქთაქიშვილი
09.02.21 00:30
765
ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ჯიმ ფარლის განცხადებით, ავტოკონცერნი თავდაპირველად 11.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა კომპანიამ ინვესტიციის მოცულობა თითქმის გაასამმაგა. აღნიშნული სახსრები მან 2025 წლამდე უნდა აითვისოს.

ჯიმ ფარლის თქმით, 7 მილიარდი აშშ დოლარი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, 2 მილიარდი აშშ დოლარი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება.

კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დახვეწაზე. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.