მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი ელექტრო სატვირთო მინიბუსს გამოუშვებს

5e5f698e054e4
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 22:20
1562
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Ford Motors-ი, მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის სატვირთო მინიბუს Ford Transit-ის ელექტრონულ ვერსიას გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული მოდელის განვითარებაზე, კომპანია 11.5 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს და სრულად ელექტრონული მოდელების გვერდით წარმოდგენილი იქნება ჰიბრიდული მოდელებიც.

კომპანია აცახდებს, რომ ელექტრონული Ford Transit-ის წარმოება აშშ-ში იგეგმება და სავარაუდოდ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდება. Ford Motors-მა ამ ეტაპზე მედიასთან სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

როგორც გამოცემა იუწყება, სატვირთო მინიბუსი Ford Transit-ი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგად გაყიდვადი მოდელი იყო აშშ-ში 41 წლის განმავლობაში.