მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-ი და Renault-ი დაბალბიუჯეტური ელექტრომობილის წარმოებას გეგმავენ?!

AUTO

დაბალბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოებაში გერმანული Volkswagen, პოტენციურ პარტნიორად Renault-ს განიხილავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Handelsblatt ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავტომწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზეა და ჯერ კონკრეტული არაფერია ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ავტომობილების რაოდენობის სამიზნე მაჩვენებელია, 200 250 ათასი ერთეული, მისი ფასი კი 20 000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს Volkswagen-იც.

ფაქტი ერთია, ევროპული ავტომწარმოებლები იაფი და ბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოებაზე კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ, რადგან კონკურენცია საკმაოდ მძაფრია ამერიკულ TESLA-თან და დაბალბიუჯეტურ ჩინურ ელექტრომანქანებთან.

მით უმეტეს იმ ფონზე, რომ JATO Dynamics-ის კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ელექტრომობილების საშუალო საცალო ფასი 65 000 ევროზე მეტი იყო, ჩინეთში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 31 000 ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები