მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ის საწარმო თურქეთში 2023 წლიდან ელექტრონული და ჰიბრიდული ვანების წარმოებას განიხილავს

6050e671be5ce
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.21 18:21
495
Ford-ის საწარმო თურქეთში 2023 წლიდან მხოლოდ ელექტრონული და ჰიბრიდული ვანების წარმოებას განიხილავს, რომლებიც ევროპის ბაზრისთვის იქნება გათვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წეერს, რომ Ford-ის ავტომობილებს ვანების კატეგორიაში დიდი ბრიტანეთისა და ევროპული ბაზრის 15% უჭირავს და უკვე 56 წელია, წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. 

გასულ თვეს Ford-მა განაცხადა, რომ 2030 წლიდან ბრენდის ყველა მსუბუქი ავტომობილი სრულად ელექტრონული იქნება.

გამოცემა წერს, რომ კომპანიამ ელექტრონული ავტომობილების წარმოების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპამ და ჩინეთმა ნახშირორჟანგის ემისიის მინიმუმამდე შემცირების შესახებ განაცხადეს.

Ford-ის განცხადებით, ვანების ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ახლა, როცა ონლაინვაჭრობა/მიწოდებაზე პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა მთლიანად ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადასვლას 2030 წლიდან განიხილავს.