მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის ქართულმა ოპერატორმა Pace Group-მა 2020 წელს 97 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

617fc61418e6d
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.21 19:20
1586
ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორია დანიური APM Terminals-ი, რომელიც Maersk-ის ჯგუფის წევრია. კომპანიამ 2020 წელს 195 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა. APM-თან ერთად, პორტის ტერიტორიაზე სხვა კომპანიებიც საქმიანობენ, მათ შორის უმსხვილესია Pace Group-ი, რომელსაც ნავმისადგომების ნაწილი გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს Pace-მა 96.7 მილიონი ლარის შემოსავალი დააგენერირა. კომპანიის წმინდა მოგება გასულ წელს 15.9 მილიონი ლარი, 2019 წელს კი 16.7 მილიონი ლარი იყო.

Pace Group-ი ნავმისადგომთან ერთად სატრანსპორტო მომსახურების სხვა კომპანიებსაც მართავს. კომპანია ძირითადად ცენტრალური აზიის სატრანზიტო ტვირთების გადატანით არის დაკავებული. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მისი შემოსავალი 23.2%-ით, 96.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

კომპანია ფოთის პორტის ტერიტორიაზე ახალ ტერმინალს აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $93 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია (DFC) აფინანსებს.

ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. ახალ ტერმინალს 215 მეტრის სიგრძის, 12.5 სიღრმის ფსკერის მქონე და 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეეძლება.

ჯგუფის აქტივები 185 მილიონი ლარია, მისი ძირითადი მესაკუთრეები არიან ბიზნესმენები ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) ირაკლი თათეიშვილი (10%) და თამაზ კაპანაძე 4%.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები