Pace Group-ი ნავმისადგომთან ერთად სატრანსპორტო მომსახურების სხვა კომპანიებსაც მართავს. კომპანია ძირითადად ცენტრალური აზიის სატრანზიტო ტვირთების გადატანით არის დაკავებული. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მისი შემოსავალი 23.2%-ით, 96.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომპანია ფოთის პორტის ტერიტორიაზე ახალ ტერმინალს აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $93 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია (DFC) აფინანსებს.
ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. ახალ ტერმინალს 215 მეტრის სიგრძის, 12.5 სიღრმის ფსკერის მქონე და 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეეძლება.
ჯგუფის აქტივები 185 მილიონი ლარია, მისი ძირითადი მესაკუთრეები არიან ბიზნესმენები ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) ირაკლი თათეიშვილი (10%) და თამაზ კაპანაძე 4%.