მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა, ბათუმის პორტში კი ნაკადების ზრდაა

61150d912c94f
BM.GE
12.08.21 16:27
885
ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს უმსხვილეს - ფოთის პორტში წელს ტვირთბრუნვის შემცირება შეიმჩნევა, ბათუმის პორტში კი პირიქით, გადაზიდვები მატულობს. 

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მოცულობა 2021 წლის 6 თვეში ასეთი იყო:

• ფოთის პორტი - 3.5 მილიონი ტონა, კლება 12.5%;
• სუფსის საზღვაო ტერმინალი - 2.1 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია;
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.8 მილიონი ტონა, ზრდა 6%;
• ყულევის ტერმინალი - 0.9 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია.

მთლიანი ტვირთების მოცულობის შემცირებასთან ერთად, წელს ქართულ პორტებში საკონტეინერო ნაკადების მოცულობამაც იკლო. 2021 წლის იანვარ-ივნისში საკონეინერო ტერმინალებმა სულ 203,808 კონტეინერი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 63,743 კონტეინერით (24%) ნაკლებია. 

უფრო დეტალურად, ფოთის პორტმა წელს 153,940 კონტეინერი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია; ბათუმის პორტმა კი 49,868 კონტეინერი გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. 

რკინიგზამ კი წელს 6 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 9%-ით მეტია.