2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს "ბორჯომის" 7.73%-იან წილს. ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმების რეგისტრაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დავითაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელწმიფოს მიერ კომპანიის მართვაში შესვლას და თქვა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელს საქართველოს მთავრობა დანიშნავს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს პირი ნეიტრალური.
„ახლა „ბორჯომთან“ საქართველოს მთავრობის შეთანხმების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, სახელმწიფო იღებს თავის კუთვნილ აქციებს. მინდა განვმარტო, რომ მთავარი პრობლემა სანქციების არსია, რაც კომპანიაზე მმართველობასა და კონტროლს გულისხმობს. კომპანიაზე კონტროლი სანქცირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ. ეს პრობლემა მოგვარებულია იმით, რომ სახელმწიფო იღებს აქციების გარკვეულ პროცენტს და მეორე - გადამწყვეტი ხმის უფლებას სამეთვალყურეო საბჭოში. შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება წარმომადგენელი, რომელიც საბჭოს უხელმძღვანელებს, კომპანიის მთლიან ზედამხედველობას განახორციელებს და ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად იქნება ჩართული. ეს იქნება მთავრობის მიერ შერჩეული პიროვნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის: 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.
ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის პარტნიორთა შეთანხმებაში".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი