Maersk-მა ინტერკონტინენტალური სარკინიგზო სერვისით სარგებლობა დაიწყო. პირველი მატარებელი რომელიც ჩინეთიდან წამოვიდა, საქართველოშია. როგორც “საქმიან დილაში” Maersk-ის კომერციულმა წარმომადგენელმა კავკასიაში ირაკლი დანელიამ განაცხადა, ამ ტიპის აქტივობა საქართველოს როლს აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებაში კიდევ გააძლიერებს.
“ინტერკონტინენტური გადაზიდვის მიმართულებით ეს ჩვენი პირველი პროექტია. Maersk 2019 წლიდან საზღვაო ხაზთან ერთად, სახმელეთო მიმართულების განვითარებასაც ცდილობს.
პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, ეს არის პროექტი, რომელიც ორი კონტინენტის დაკავშირებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში აზიისა და ევროპის, ხოლო ჩვენ მის გასაყარზე ვიმყოფებით.
რაც შეეხება პროდუქტს, ის საკმაოდ კომპლექსურია. მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობა იგულისხმება. ეს ჩვენი პირველი პროექტია და ამით გვინდა ამ პროდუქტის განვითარება დავიწყოთ. რაც შეეხება მის რეგულარობას ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად წამოვა მოთხოვნა.” - განმარტა ირაკლი დანელიამ.
Maersk-ის კომერციულმა წარმომადგენელმა კავკასიაში პროექტის პოტენციალზეც ისაუბრა.
“ამ პროექტის პოტენციალი დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ვაჭრობის 62%-მდე ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაზე მოდის. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ საუბარია ე.წ. შუა კორიდორის სახელით ცნობილ კორიდორზე, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, როგორც საქართველოს ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით, შემდგომ შესაძლოა უკრაინაც მიებას", - განაცხადა “საქმიან დილაში” ირაკლი დანელიამ.
ცნობისთვის, გადაზიდვების ხაზი Maersk Line არის ერთ-ერთი წამყვანი გადაზიდვის კომპანია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს მთელ მსოფლიოში ემსახურება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?