მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

მთიანი ყარაბაღი

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო თვეებში აზერბაიჯანული არმიის მიმართულებით სისტემატური სროლები სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ყარაბაღის რეგიონში, ჩვენი ტერიტორიების დანაღმვა, საბრძოლო პოზიციების სრულყოფისთვის საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, ასევე სანგრების რაოდენობის ზრდა დაძაბულობის ზრდის მიზეზი გარდა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად რაიონში ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზაზე აფეთქდა ნაღმი, რასაც სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ. თავდაცვის სამინისტროს უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტები არაერთი ყოფილა და ეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის ტერორისტულ პოლიტიკის გამოვლინებას წარმოადგენს.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ არაერთხელ განუცხადებია, რომ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში სომხეთის შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა, რომელიც 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას არღვევს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

სამმხრივი დეკლარაციის დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩვენი ტერიტორიებიდან გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების, ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ოკუპაციისგან გათავისუფლების, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური სისტემის აღდგენის მიზნით რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები მიზანს არ წარმოადგენს და აღნიშნული ზომების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტიგენტის ხელმძღვანელობა და თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახმედბეილი-ფიზული-შუშას გზის 58-ე კილომეტრზე დივერსიული აქტი მოაწყვეს და ამ ადგილზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დააყენეს. „მორიგი დეზინფორმაციაა“ - აცხადებენ უწყებაში.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინება, რომლის თანახმადაც, 19 სექტემბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, თავდაცვის არმიის ნაწილებმა ასკერანის რაიონში ნაღმმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანის მხარემ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაარღვია“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები