მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. ამ მიზეზით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით საქართველო ახორციელებს და ელჩისაგან დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვა იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს, როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. უწყების ცნობით ჩეხეთის ელჩმა თქვა, რომ სამწუხაროდ მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია მოხდა და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრას, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო გამოეხმაურა.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე ორივე მხარემ ინფორმაციის შემდგომი გაცვლა განიხილა. მათ ასევე ვარაუდი გამოთქვეს, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილის, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქრა და ეს თემა შემდგომ განხილვას არ საჭიროებს.
"ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას, რადგან ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს. ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე ორივე მხარემ განიხილა ინფორმაციის შემდგომი გაცვლა და ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქრა და ეს თემა არ საჭოროებს შემდგომ განხილვას," - წერია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება