მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი საზღვრებს მუდმივად ტესტავს, რა რეაგირება ექნება ამაზე კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელობას“

645e8d794a915
ალა ისპირიანი
12.05.23 23:00
585
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ვანო მაჭავარიანის აზრით, რუსეთის მიერ ფრენების აღდგენა პროვოკაციული ნაბიჯია. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა რუსეთი ცდილობს საქართველოზე გავლენა არ დაკარგოს.

„ეს პროვოკაციული ნაბიჯია, რადგან რუსეთი საზღვრებს მუდმივად ტესტავს, რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა კონკრეტულ ქვეყნებთან და რა რეაგირება აქვს ამაზე კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელობას. ხედავს კეთილგანწყობას, არეულობას, გარკვეულ უპრინციპობას ამ ხელისუფლების და სარგებელს. ერთი წელია უკვე სერიოზულად სარგებლობენ ადამიანები რუსეთთან ეკონომიკური აქტივობით და ბიზნესის გააქტიურებით.

მათთვის მნიშვნელოვანია გავლენა არ დაკარგონ საქართველოზე, რომ ე.წ შუა კორიდორზე გასასვლელი ჰქონდეთ და ცდილობს ეს საქართველოსთვის განსაკუთრებული უპირატესობა არ იყოს, რომელიც ქვეყანას ისტორიულად შეექმნა. მას სურს აკონტროლოს შავი ზღვა - ყველას გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკურად ასეა და „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს ჰუმანიტარული ნაბიჯია", - განაცხადა მან.

ვანო მაჭავარიანის მოსაზრებით აუცილებელია საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იდგეს, რადგან ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეცდომა რუსეთთან მარტო დარჩენაა.

"როცა ევროკავშირთან, აშშ-სთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხარ და რუსეთს პროვოკაციულ ნაბიჯზე სწორ პასუხს აძლევ, იმან იცის რომ გარკვეული ზღვარია, რომლის იქითაც აღარ უნდა წავიდეს. ყველაზე დიდი შეცდომა რაც ქართულ სახელმწიფოს დაუშვია იყო, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. 

მან ასევე თქვა, რომ მთავრობის განცხადებები დასავლეთის მიმართ დისკრიმინაციულია.

„რუსული ნარატივებია, - „თუ არ გინდათ მოსკოვის რეისი, გაგვიხსენით რეისი ამერიკაში“ - ეს არის რუსულ პოლიტიკაზე გაზრდილი, კონკრეტულ ნარატივებზე შექმნილი, რადგან ეს განცხადებები არის დასავლეთთან კონფრონტაციაზეა აწყობილი და დასავლეთის დისკრედიტაციაზე. იმის მაგივრად, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მათ შორის ევროკავშირს ველაპარაკოთ, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, რა არის სწორი და რა არასწორი, ვეუბნებით ნუ ერევითო“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები