მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის ერთიანობა სჭირდება და ეს მოგვიტანს კანდიდატის სტატუსს -ვანო მაჭავარიანი

645d3a137b9fc
ალა ისპირიანი
11.05.23 22:45
691
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებისთვის პოლიტიკური ელიტების ერთიანობა სჭირდება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში სტუმრობისას განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველა უნდა გავერთიანდეთ.

„არის თემები, რაზეც ერთიანობა უნდა იყოს. ეს არის ზუსტად ის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის წევრი გახდეს, რომელიც სიმბოლური არ არის - ამას ძალიან დიდი ფინანსური და ეკონომიკური ნაკადები მოჰყვება. ნებისმიერი დათვლა აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი, მინიმალური რუსეთიდან მიღებული სარგებელი, იმასთან შედარებით შეუდარებელია, რასაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მიიღებს. პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ქვეყანას გახდის ესტონეთზე, ლიტვაზე უკეთესს და რეალურად იმ ევროპულ ცხოვრების წესთან დაგვაახლოებს, რაც ყველასთვის გასაგებია - ქართველების უმრავლესობა ვინც ევროპაში მიდის ხვდება რომ ეს ჯობია.

მიუხედავად კინკლაობისა, ამაზე პოლიტიკური ელიტების შეთანხმება უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკას, რომ თუ არ არის მუდმივად დაყავი და იბატონეს პრინციპი, - „ქართულმა ოცნებამ“ დაყო ჩემიანებად და დანარჩენებად, ძალიან რთულია რაიმე პროგნოზი გააკეთო გარდა იმისა, რომ სიბრძნე ეყოს ევროკავშირს და ამ მერკანტილურ წვრილმან თამაშს არ აყვეს - საქართველოს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მნიშვნელოვანია მან უფრო აქტიურად იმუშაოს, რომ მეტი ევროპა იყოს საქართველოში და დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ თვითონ აღმოჩნდება კუთხეში, რადგან ყველაფერს აკეთებენ რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები