მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაძვირებული პროდუქციის ფონზე ბალანსს ვეღარ ვიცავთ” - რესტორნებში ფასები გაიზარდა

62cc217c89dce
ანუკა ჯოხაძე
11.07.22 22:17
1212
საქართველოს რესტორნებში ფასები ევროპულისას უახლოვდება, რაც ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს - ეს განცხადება bm.ge-თან რესტორატორმა მერი გუბელაძემ გააკეთა. როგორც ის ამბობს, პროდუქტებზე მომატებული ფასების ფონზე რესტორნები პერიოდულად მომსახურებას აძვირებენ.

ფასების გაზრდა მოუწიათ რესტორან "თაშრეშიც". აქაც მთავარი მიზეზი ინფლაცია და გაძვირებული ნედლი პროდუქტია, რისგანაც მომხმარებლისთვის რესტორანში კერძები მზადდება. რესტორნის გენერალური მენეჯერი მაკა ცაბუტაშვილი ამბობს, რომ დღეს არამხოლოდ პანდემიამდე არსებული ფასებით, არამედ პანდემიის დროს მოქმედი საფასო პოლიტიკით მუშაობაც წარმოუდგენელია.

“ვერ ვმუშაობთ იმ ფასებითაც კი, რაც პანდემიის დროს გვქონდა. აღარ ვლაპარაკობ პანდემიამდე პერიოდზე. რა თქმა უნდა, მოგვიწია გაძვირება. ფასები დაახლოებით 15-20%-ით გაიზარდა. თუმცა კიდევ ზრდის ტემპია.

ჩვენც არ მოგვწონს, მითუმეტეს მომხმარებელს როგორ მოეწონება, მაგრამ უბრალოდ გაძვირებული პროდუქციის ფონზე, ბალანსს ვერ ვიცავთ. ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ ბიზნესი გადავარჩინოთ", - აცხადებს რესტორან “თაშრეს” გენერალური მენეჯერი მაკა ცაბუტაშვილი.