მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფრთხილების მიუხედავად შაბათს რესტორნები მაინც გაიხსნება

601a805ae1f32
თათია ჩაფიჩაძე
03.02.21 14:45
1316

მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად მაინც გაიხსნება. როგორც რესტორატორთ ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ BM.GE-ს განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით საუბარია 1000-მდე კვების ობიექტზე, რომლებიც შეზღუდვების ძალაში დატოვების მიუხედავად ფუნქციონირებას განაახლებს.

„მიიღეთ სტუმრებიო, რომ არ გვეტყოდნენ ვიცოდით და ამ განცხადებას ველოდით ისედაც, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით და შაბათს ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე კვების ობიექტი გაიხსნება“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

რესტორნების ამ გადაწყვეტილებას დღეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა. მინისტრმა თქვა, რომ დაუმოჩილებლობას მოჰყვება მკაცრი რეაქცია.

"გასაგებია, რომ რესტორნები იმის გამო, რომ აჭარის გარდა სხვა ნაწილში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართა დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოყვება მკაცრი რეაქცია. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერთან ერთად, ვიხილავთ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდვითარებას და გამოსავალს, აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნაა და იმედსაც გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთ არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება მათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამ საკითხზე დღეს განცხადება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ კვირის ბოლომდე ბიზნესთა კონსესუსამდე მივლენ.

„აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში, არამატრო ოფიციალური შეხვედრები გვაქვს, არამედ მაქვს პირადი კომუნიკაცია, სატელეფონო კუთხით მათ შორის და მაქვს იმედი, რომ კვირის განმავლობაში კონსესუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი რეალურად არ არსებობს.

თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და მაქვს იმედი, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქცია ბუნებრივია იქნება გამოყენებული ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ ეს არის 10 000 ლარის ოდენობით და უკვე განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს დალუქვას კონკრეტული კომპანიების მიმართ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.