მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრძელებს თუ არა მთავრობა მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი კომპენსაციის გადახდას? - გახარია

5f882191bbbfa
ინგა მურუსიძე
15.10.20 14:09
2743
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუკი ეკონომიკური კრიზისი გარღმავდება, სოციალური დახმარებების საკითხი გადაიხედება, მათ შორის უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციაც.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, გაგრძელდება თუ არა სოციალური დახმარება, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 200 ლარიანი კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა და რომლის ვადაც ოქტომბრის ბოლოს იწურება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების შემცირება შეჩერდეს და შემდგომ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარება აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, - განმარტა გახარიამ.