მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიხსნება თუ არა სეზონი ზამთრის კურორტებზე? - მინისტრის პასუხი

5fb63664444b0
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 13:00
1644
ეკონომიკის სამინისტრო ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნის საკითხზე მუშაობს, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურანავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის გაიხსნება ზამთრის კურორტებზე სეზონი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ საკითხში მთავარი ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებაა.

„არ ვაპირებთ მასშტაბურ ლოქდაუნს ქვეყანაში, უნდა მოვახერხოთ და ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები და ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და ეს თქვენთვის ცნობილი გახდება. ჩვენთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს. უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - რა დოზით და რა ლოკაციით გვექნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები...იმიტომ, რომ ზამთრის კურორტები, ისევე როგორც საზაფხულო კურორტები არის დიდი მობილობის გენერატორი და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. რამდენად შევძლებთ, რომ ამ პირობებში სრულფასოვნად ვამუშავოთ ზამთრის კურორტები - ეს კითხვა დგას“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები