მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზარდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაც მუშაობა არ ეზღუდებათ - სრული სია

5e85b4afd5b43
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.20 14:30
4870
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 211-ე დადგენილება, რითიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც 30 მარტს დამტკიცებულ დადგენილებაში გამონაკლისებად არ იყო აღიარებული. ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტში დაზუსტდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება შეუძლიათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც სრულად დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად) საქმიანობენ. განახლებულ საგამონაკლისო სიაში შესული კომპანიები ქვანახშირის მოპოვების, ცემენტის წარმოების, მეტალურგიის, ავიაციის, ლოგისტიკისა და სხვა დარგებში საქმიანობენ.

81 კომპანია, რომლისთვისაც მთავრობამ დამატებით გამონაკლისი დაუშვა:

1 შპს „საქნახშირი“ - საქმიანობა, ქვანახშირის მოპოვება ;
2 სს „RMG Copper“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
3 შპს „RMG Gold“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება;
4 შპს „ჯმ 29“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
5 სს „რუსთავის აზოტი“ - საქმიანობა, მინერალური სასუქების წარმოება ;
6 სს „კავკასიან პეტ კომპანი“ - საქმიანობა, პლასტმასის საფუთავების წარმოება ;
7 სს „მინა“ - საქმიანობა, ღრუ მინის წარმოება ;
8 შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
9 შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
10 შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ - საქმიანობა, ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება ;
11 შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
12 შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
13 შპს „რუსელოის“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
14 შპს „ჯეოსთილი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
15 შპს „ამბიკონ სტილსი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
16 შპს „რუსთავის ფოლადი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
17 შპს „გლობუსი“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების წარმოება ;
18 შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ - საქმიანობა, ფოლადის ჩამოსხმა ;
19 შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
20 შპს „ასკანგელ ჯგუფი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
21 შპს „ასკანგელ ალიანსი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
22 შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
23 სს „ელმავალმშენებელი“ - საქმიანობა, სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება ;
24 შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;
25 შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ - საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ;
26 შპს „მნკორპი“ - საქმიანობა, საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით ;
27 სს „საქართველოს რკინიგზა“ - საქმიანობა, რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი ;
28 შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;
29 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;
30 შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
31 ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
32 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
33 შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - საქმიანობა, საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი ;
34 შპს „მეტრო სერვის +“ - საქმიანობა, სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
35 შპს „ტავ ურბან საქართველო“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
36 შპს „საქაერონავიგაცია“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
37 შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
38 შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
39 სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
40 შპს „ბი ენდ პი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
41 შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
42 შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
43 შპს „ტრანსფორდი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
44 შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
45 შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
46 შპს „ეისა“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
47 შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
48 შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
49 შპს „ჯიარ ტრანზიტი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
50 შპს „ჯნს ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
51 შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ - საქმიანობა, ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები ;
52 შპს „თიბისი ფეი“ - საქმიანობა, ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
53 შპს „აჭარა ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
54 შპს „მოვი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
55 შპს „ემჯიემტექს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
56 შპს „ISTANBUL BAZAAR“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
57 შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
58 შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
59 შპს „BTM-TEXTILE“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
60 შპს „პრომო ვეარ“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
61 სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
62 სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) - საქმიანობა, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ;
63 შპს „საქსპეცტრანსი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა ;
64 შპს „ჯი ენ ელ“ - საქმიანობა, ლატარიების მოწყობა ;
65 შპს „გებრიუდერ ვაის“ - საქმიანობა, სატვირთო საგზაო ტრანსპორტი ;
66 შპს „კაპაროლ ჯორჯია“ - საქმიანობა, საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება ;
67 სს „საქკაბელი“ - საქმიანობა, ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება;
68 შპს “თეგეტა მოტორსი” - საქმიანობა, მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
69 შპს “თეგეტა თრაქ ენდ ბას” - საქმიანობა, მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
70 შპს “ტოიოტა ცენტრი თბილისი” - საქმიანობა, მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
71 შპს “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” - საქმიანობა, მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
72 სს “ენერგონი” - საქმიანობა, მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
73 შპს “ენ ერ ჯი ჯორჯია” - საქმიანობა, ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება;
74 სს “ნენსკრა ჰიდრო” - საქმიანობა, ელექტროენერგიის წარმოება/მშენებლობა;
75 სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კოროპორაცია” - საქმიანობა, საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით/მშენებლობა;
76 სს “გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო” - საქმიანობა, ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა;
77 შპს “გარდაბნის თბოსადგური” - საქმიანობა, ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურის მიერ;
78 შპს “ენგურჰესი” - საქმიანობა, ელექტროენერგიის წარმოებეა ჰიდროელექტროსადგურის მიერ;
79 სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” - საქმიანობა, ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა;
80 სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - საქმიანობა, ელექტროენერგიის განაწილება;
81 შპს “მაივეი ეარლაინს კო ლტდ” - საქმიანობა,საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი.

სრულად საგამონაკლისო წესით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი, ანუ სფეროების სია, რომლებზეც არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ასეთია:

  • სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; 
  • შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზირებული სავაჭრო ჯიხურებისა); 
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთბვის); 
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება, მიწოდება; 
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 
  • საგამომცემლო საქმიანობა, პრესის ბეჭდვა; 
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 
  • IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; პროდუქტიც სერტიფიკაციის ინსპექტირების ორგანოები; 
  • სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა (დისტანციურად); 
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 
  • შენობის საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მომსახურება; 
  • 24-საათიანი სპეციალიზირებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად); 
  • სამაცივრე მეურნეობების საქმიანობები; 
  • საბაჟო საწყობები; 
  • ცხოველთა სასაკლაოები; 
  • სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; 
  • სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები; 
  • სასათბურე მეურნეობები; 
  • საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა. 


სექტორების ჩამონათვალი, რომელთაც საქმიანობა არ ეზღუდებათ მთავრობის დადგენილების მეშვიდე მუხლიდან და დადგენილების ნომერი 2 და ნომერი 3 დანართიდან არის შედგენილი. თავად დადგენილების მეშვიდე მუხლი კი ამგვარ შეზღუდვებს აწესებს:

„მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);“;

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა. 

ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;

უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“;

„1​1. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“.