მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრებულ კრიპტობირჟა FTX-ს კრედიტორების მიმართ $3 მილიარდის ვალი აქვს

637b8c3493be0
გიორგი თოლორდავა
21.11.22 18:43
864
გაკოტრებულ კრიპტობირჟა FTX-ს კრედიტორების მიმართ მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალდებულებები აქვს.

სასამართლოსთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ 50 უმსხვილეს კრედიტორს მოიცავს, რომელთაც $20 მილიონზე მეტის მოცულობის სესხი აქვთ გაცემული და ის არ ითვალისწინებს კერძო ფონდებსა და ინვესტორებს.

ცნობისთვის, გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე FTX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა და ის კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ინოვაციურ კომპანიად ითვლებოდა.

გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა თანამდებობა დატოვა, კომპანიის ახალი CEO კი ჯონ რეი გახდა, რომელიც გაკოტრებული კომპანიების მართვისა და რესტრუქტურიზაციის ექსპერტია.

ჯონ რეის განცხადებით, მის მრავალწლიან კარიერაში არასოდეს ყოფილა კორპორაციული მმართველობის ისეთი ცუდი შემთხვევა, როგორიც ეს FTX-თან მიმართებით იყო.

რეალურად რამ გამოიწვია კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსი?