მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&taggart: ხანგრძლივი კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველო რეცესიაში შევა

621f7d558413f
სალომე ჭიპაშვილი
03.03.22 08:00
1140
„ამ ეტაპზე რთული შესაფასებელია თუ როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი საქართველოზე", - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრაობისას Galt&taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მოვლენებს ტრაგედიასთან ერთად დიდი გაურკვევლობაც ახლავს.

„ჩვენ ვიცით ნაწილი მხოლოდ იმ სანქციებისა, რაც დაანონსებულია, თუმცა ეს როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე, როგორ გაგრძელდება თუნდაც სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ძნელი შესაფასებელია. ამ ეტაპზე ჩვენ ორი სცენარი გვაქვს მომზადებული", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ს ორი სცენარი ასეთია:

ვითარების განვითარების პირველი სცენარით, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის 1-2 თვეში მოგვარებას ითვალისწინებს, ნავარაუდევია: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნება, ინფლაციის დონის მხოლოდ 7%-მდე შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 9.5%-მდე ზრდა და დოლარის კურსის 3.25 ლარის ფარგლებში დაფიქსირება.

Galt&Taggart-ის მეორე სცენარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებას და რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსები 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 1%-ით შემცირებას, რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე ზრდას და ქვეყანაში ინფლაციის დონის 9%-ზე შეჩერებას ვარაუდობენ. გარდა ამისა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 10.9%-მდე ზრდა და დოლარის გაცვლითი კურსი 3.4-ლარიან ნიშნულამდე მიღწევა.