მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფცია 2 კვირაში გამოქვეყნდება - დოკუმენტის პრიორიტეტები

5e5f920fc14d1
სალომე მეცხვარიშვილი
04.03.20 18:07
1654
2- წლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისის ღამის ეკონომიკას განვითარების კონცეფცია აქვს.

ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 2 კვირაში მოხდება, - ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ განუცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის პრეზენტაცია მერიის შიდა სამსახურებისა და გამგებლებისთვის უკვე შედგა.

რაც შეეხება დოკუმენტის მთავარ პრიორიტეტებს, სოფიო ხუნწარია შემდეგ საკითხებს გამოყოფს:

“პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საკომუნიკაციო პლატფორმა, რადგან ჩვენ მოგვმართავს არაერთი მოქალაქე, რომელიც ღამით არის დასაქმებული და მათ მთელი რიგი პრობლემები ექმნებათ. სწორედ ღამის ეკონომიკის მენეჯერის და მისი გუნდის გავლით გვარდება სხვადასხვა პრობლემები.

ასევე, ხმაურის თემა, რომელზეც ინტენსიურად ვიმუშავეთ ზედამხედველობის სამსახურთან, ასევე მოქალაქეების იურისტებთან ერთად, რადგან რიგ უბნებში გაუსაძლისი მდგომარეობაა. ჩვენ ახალი კანონპროექტის თეზისები შევიმუშავეთ, რასაც პარლამენტში აუცილებლად წარვადგენთ.

ასევე მცირე და მიკრო ბიზნესესბის ხელშეწყობა - შარშან ჩატარდა არაერთი ჰაკათონი, კრეათონი და ა.შ. სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები და მათი ხელშეწყობა მოხდა.

ღამის საათებში ძალიან აქტიურია ტურიზმის მიმართულება, ეს არის გასტრონომია. აქაც გვაქვს გარკვეული ინიციატივები, რამდენიმე ჯგუფთან ერთად ვმუშობთ და ვფიქრობთ, ეს მიმართულება სულ მალე ძალიან აქტუალური გახდება თბილისში”, - აცხადებს სოფო ხუნწარია.

კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, დოკუმენტის შედგენა შემდეგ ისევ გუნდში გადაწყდა. ღამის ეკონომიკის მენეჯერად 2018 წლის მარტში თბილისის მერმა კახა კალაძემ სერგი გვარჯალაძე დანიშნა.