სადაზღვევო სექტორი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის შეცვლის ინიციატივით მიმართავს. ბიზნესს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო რესურსი უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და მოქალაქეთა ჯანმრთელობის რისკების მართვა კერძო სადაზღვევო ბიზნესს გადააბაროს. კერძო სექტორი განიხილავს სქემას, როცა პირველ ეტაპზე სავალდებულო საბაზისო დაზღვევა დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავალდებულო ხდება.
„საქართველოში ფორმალურ სექტორში არის დასაქმებული მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის რისკების მართვა გადააბაროს არა სახელმწიფოს, არამედ კერძო სადაზღვევო ბიზნესს. ამაზეა საუბარი, რომ სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის კონკურენცია მოვშალოთ და შევქმნათ ისეთი საფუძველი, სადაც რაციონალური, ხარჯთეფექტიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევის ნაწილი იქნება.
სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო გადაიხდის თუ დამსაქმებელი ან ნაწილობრივ - დასაქმებული, ეს უკვე შეთანხმების ნაწილია. მთავარი და უპირობოა ის, რომ მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ფორმალურ სექტორშია დასაქმებული, რაღაც წესით ეტაპობრივად ჩამოეხსნას სახელმწიფო საყოველთაო პროგრამას და ეტაპობრივად გადაინაცვლოს კერძო სადაზღვევო სისტემაში, რომელიც მუშაობს ხარისხზე ორიენტირებულად, არის ხარჯთეფექტიანი, რაციონალური და ეს არის ის ველოსიპედი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და კერძო სადაზღვევო სისტემით სახელმწიფო ცდილობს გამოითავისუფლოს საბიუჯეტო რესურსები. კერძო ბიზნესი შედის ინიციატივით სახელმწიფოსთან, რომ საბიუჯეტო რესურსს ჩამოხსნას დატვირთვა, რაც სამედიცინო რისკების მართვასთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.
აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურება ბიუჯეტს ყოველწლიურად სოლიდური თანხა უჯდება. მაგალითად, თუ გასულ წელს მისი ბიუჯეტი 800 მილიონი ლარი იყო, წელს პროგრამის დაფინანსებისთვის 820 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი