მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T: 11 თვეში ელექტროენერგიით ვაჭრობაში მხოლოდ 3 საბითუმო მიმწოდებელი იყო ჩართული

5e07427164022
თელარა გელანტია
28.12.19 17:00
1001
2019 წლის 11 თვეში დაერგისტრირებული 10 საბითუმო მიმწოდებელიდან მხოლოდ 3 იყო აქტიურად ჩართული ელექტროენერგიის ვაჭრობის პროცესში.

ამის შესახებ Galtandtaggart-ის მიმდინარე წლის 11 თვის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ეს კომპანიებია: „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანია“.

„საბითუმო მიმწოდებლების მიერ გაყიდულმა ელექტროენერგიამ მთლიანი ელექტროენერგიის ვაჭრობის მხოლოდ 2.3% შეადგენა. ჩვენ ველოდებით, რომ საბითუმო მიმწოდებლები უფრო აქტიური გახდებიან ბაზარზე, ენერგეტიკის ახალ კანონში გათვალისწინებული ყველა ცვლილების განხორციელების შემდეგ“, - წერია მიმოხილვაში.

ცნობისთვის: ელექტროენერგიის მოხმარებამ 2019 წლის 11 თვეში 11.6 ტვტ.სთ შეადგინა, რაც წლიური 1.6%-იანი ზრდაა. ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია, როგორც წინა წლებთან, ისე პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ანალოგიურ პერიოდებში ზრდა 6.7% და 8.6% იყო, შესაბამისად 2018 და 2017 წლებში. მოხმარების ზრდის ტემპის შენელება უკავშირდება კლიმატურ პირობებს. ჩვენი მოლოდინით, 2019 წელს, ელექტროენერგიის მოხმარების წლიური ზრდა 1.8%-ს შეადგენს.