მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განა ვერ ხედავთ რა ხდება? მნიშვნელოვანია, მსოფლიო ებრაელობა არ გაჩუმდეს“ - ზელენსკი

621f33427abec
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 13:13
766
ვოლოდიმერ ზელენსკიმ მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელებს მიმართა და მოუწოდა ხმა ამოიღონ მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობის გამო. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ თავის მიმართვაში კიევის ისტორიული ნაწილზე „ბაბიი იარზე“ სარაკეტო თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

„ასეთი სარაკეტო დარტყმა ამტკიცებს, რომ რუსეთში ბევრისთვის ჩვენი კიევი სრულიად უცხოა. მათ ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი ისტორიის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ მათ ბრძანება აქვთ - ჩამორეცხონ ჩვენი ისტორია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენ - ყველა“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.

მან ებრაელებს ამ მდგომარეობაში ხმაურისკენ მოუწოდა.

„მივმართავ მსოფლიოს ებრაელებს: განა ვერ ხედავთ რა ხდება? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, თქვენ - მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ებრაელი არ გაჩუმდეთ. სიჩუმეში ნაციზმი იბადება. ამიტომ იყვირეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. იყვირეთ უკრაინელების მკვლელობაზე“, - მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ებრაელებს.

UNIAN-ის ცნობით, 1-ელ მარტს რუსულმა ჯარებმა სარაკეტო დარტყმით კიევის სატელევიზიო ანძის განადგურება დააპირეს, თუმცა რაკეტა ჰოლოკოსტის მემორიალის კომპლექსს „ბაბიი იარს“ მოხვდა.