30.ივნისი .2021 12:57

გარე რეკლამის აუქციონი რამდენიმე ლოტად გამოცხადდება - ირაკლი ხმალაძე

გარე რეკლამის აუქციონი რამდენიმე ლოტად გამოცხადდება - ირაკლი ხმალაძე
views 235
უკან

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გარე რეკლამის ნებართვის შესახებ აუქციონი, რამდენიმე ლოტად გამოცხადდება. ამის შესახებ მან BM.GE-ს აუქციონის გამოცხადების პირობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ აუქციონი რამდენიმე ლოტად გაიმართება, თუმცა ლოტების რაოდენობა ჯერ უცნობია. ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ აუქციონის ღირებულებას კომპანიები მისი გამოცხადების შემდეგ გაიგებენ.

„სამხარაულთან მიმდინარეობდა მუშაობა ფასის დადგენაზე, მაგრამ ფასის წინასწარ გაცხადება არ ხდება, შესაბამისად, ფასი დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი აუქციონის გამოცხადების შემდეგ გახდება.

რაც შეეხება ლოტების გამოცხადებას, ჩვენ ამ საკითხს იმ კუთხით მივუდექით, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ყოფილიყო, როგორც სარეკლამო ბაზრისთვის ასევე - მუნიციპალიტეტისთვის. სამხარაულის მიერ რამდენიმე ლოტიანი სცენარი შეფასდა და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღება. ჯერ ეს წესი საკრებულოს დამტკიცებული არ აქვს. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. ლოტების რაოდენობის შერჩევისას მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას რამდენად ეფექტიანი იქნება ეს სცენარი სარეკლამო ბაზრისთვის და მუნიციპალიტეტისთვის სარგებლის მიღების თვალსაზრისით. აუქციონი, დაახლოებით, 2 კვირაში გამოცხადდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გარე რეკლამის ნებართვაზე აუქციონის გამოცხადება დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ დააანონსა და კომპანიებს პირობებით დაინტერესებისა და აქტივობისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა