გთავაზობთ გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს:
აგენტების შესახებ კანონპროექტები ჩაგდებულია
მასშტაბური აქციების და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.
2022 წელს 2 მილიარდი დოლარის FDI შემოვიდა
2022 წლის განმავლობაში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა - საქსტატმა FDI-ის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უცხოური ინვესტიციების ზომა 2021 წელთან შედარებით 61%-ით არის გაზრდილი.
თუმცა, მის სტრუქტურაში ახალი ინვესტორების ნაცვლად ძირითადად არსებული კომპანიების რეინვესტიციები ჭარბობს. ინვესტორთა ათეულში ორი ახალი კომპანია შევიდა, ესენია "აქვალია", რომელმაც GWP შეიძინა და "ეპამ სისტემსი".
ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დასრულდა
საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის რანგში წარდგა. "გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ - ამ სლოგანებით იყო ბერლინის მასშტაბით არსებულ ბანერებზე საქართველო წარმოდგენილი. გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ITB ბერლინი საქართველოსთვის უდავოდ წარმატებული გამოდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.
საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა
თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები დაახლოებით 180 მილიონი დოლარით, 4.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. რამ განაპირობა რეზერვების შემცირება ჯერჯეორბით უცნობია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.
ახალი სახალხო დამცველი
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს - ამ პოსტზე სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პარტია "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი აირჩია. 2022 წლის დეკემბერში წინა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.
რატომ იაფდება საწვავი?
თებერვალში საწვავზე ფასი საშუალოდ 30-40 თეთრით, ზაფხულიდან დღემდე კი 1,30-1.50 ლარით შემცირდა. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილი პროდუქციაა, რომელიც გამყარებულ ლართან ერთად ფასის კლების საფუძველი ხდება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
იანვარში საბანკო დაკრედიტება 13%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის თანახმად, დაკრედიტების ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
უშუალოდ ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდამ 16.6% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტემპი 10.1% იყო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმით 155 მილიონი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის იანვრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $155.2 მილიონი შეისყიდა, რაც მაქსიმალურ შესყიდვას წარმოადგენს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი