პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი წარუდგინა. შეხვედრის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ბიზნესისთვის სტაბილური გარემო იქნეს მიღწეული და "ბიუროკრატიული საცობები" იყოს მოგვარებული.
ამასთანავე, პრემიერი წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტროში, დავების გადაწყვეტის საბჭოში, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა უწყებებში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს.
"ჩვენ ვართ პარტნიორები, საოპერაციო დონეზეც. ჩათვალეთ, რომ ის ცვლილებები, ის პროგრესი, რომელიც გვექნება ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით, დავების საბჭოს მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით, ქონების მართვასთან დაკავშირებით, მინდა იცოდეთ, რომ სულ რაღაც ერთ თვეში, წლის ბოლომდე, ის ასე ვთქვათ ბიუროკრატიული საცობები, რომელიც სადღაც გაგვიჩნდა, ამ პრობლემებს ჩვენ სწრაფად მოვაგვარებთ. ამას თქვენ იგრძნობთ კონკრეტული პრობლემების მოგვარების ტექნოლოგიაში და პროცესებში. მინდა გითხრათ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი კომუნიკაციის გარდა, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ერთმანეთის გვესმოდეს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით კი, გახარია აცხადებს, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა საარჩევნო წელს ბიზნესისთვის განჭვრეტადი გარემო იყოს შენარჩუნებული.
“რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის სტაბილური გარემო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა სფეროში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური, განჭვრეტადი და რაც მთავარია პოზიტიური.
ამისთვის, გაკეთდება ყველაფერი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საარჩევნო წელი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების თვალსაზრისით, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისითაც თქვენთვის, პირველ რიგში, იყოს პროგნოზირებადი. ამაში ჩათვალეთ, რომ ჩართული იქნება მიხეილიც [ახალი ბიზნესომბუდსმენი] მთლიანად მთელი მთავრობა თავის მინისტრთან ერთად და პირადად მეც. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი გახლავთ თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი. თავისუფალი წარმატებული და ძლიერი ბიზნესი ამასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვს და როგორც ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი", - ამბობს გახარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი