21.ოქტომბერი .2019 13:30

გახარია: ბატონი ფადი ასლი და მისი ასოციაცია არის გამორჩეული, ამიტომ ცალკე შევხდები

views 2286
უკან

"სწორედ ამიტომ, რადგანაც ბატონი ფადი ასლი და მისი ასოციაცია არის გამორჩეული, მას ცალკე შევხდები", - ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარია საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, თუმცა ამ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციამ ფადი ასლი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი არ მიიწვია. ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყების წინ გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესთან კოორდინირებით, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მისაღებად არის მოწოდებული.

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, ან საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმდინარე პერიოდში სისტემური ცვლილებით იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, თუმცა მოლოდინებიც ადეკვატური და ობიექტური უნდა იყოს. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არა უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ის, რომ პასუხი იყოს ძალიან სწრაფი და ბევრი დრო არ დავხარჯოთ. იმიტომ, რომ ხშირ შემთვევაში არაც პასუხია და სამწუხარო ის არის, რომ არას ბიზნესი და კომპანიები ყველაზე დიდხანს ელოდებიან. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ და აფასებთ დროს, ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა