მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს - ფადი ასლი

6448d7e2533fa
მარიამ ვარადაშვილი
26.04.23 23:00
699
საერთაშორისო სავაჭრო პალატის [ICC] თავმჯდომარე ფადი ასლი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას თან ახლავს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველო სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნებით არ იქნას გამოყენებული.

“შესაძლებელია [სანქციების გვერდის არიდება], არაფერია შეუძლებელი და ბიზნესისთვის ეს საკმაოდ მაცდური ვითარებაა, რადგან ბევრი ფულის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. აქ მნიშვნელოვანია მთავრობა თუ მისცემს საშუალებას სანქციების გვერდის ავლა მარტივი იყოს. რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა სანქცირებული პროდუქცია საქართველოს მეშვეობით მესამე ქვეყანაში იყოს ექსპორტირებული.

ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება [სანქციების გვერდის არიდების] არ არის და მხოლოდ საუბრებია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ამ საფრთხეს. მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, რათა დავრწმუნდეთ რომ მთავრობა ყველა საჭირო ზომას იღებს იმისთვის, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენებოდეს.

რა თქმა უნდა, რუსეთი ძალიან ბედნიერი იქნება თუ დაეხმარება ბიზნეს სანქციების გვერდის არიდებაში, ამიტომ უნდა იყოს მთავრობა ძალიან ფრთხილად და უზრუნველყოს რომ მსგავსი რამ არ მოხდება. იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა არ დავსანქცირდეთ”,-ამბობს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები