სარესტორნე ბიზნესის 20-მდე ობიექტის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროსთან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაწერილ 10 000-ლარიან ჯარიმებს აპროტესტებს.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კოტე გაბრჩიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა და ძლივს გახსნილი ბიზნესები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პიროებების ინსპექტირების დეპარტამენტმა დააჯარიმა.
„ეს დარგი ძლივს გაიხსნა, არანაირი ხელშეწყობა მთავრობიდან... ბანკები კრედიტებსაც კი არ იძლევიან, რესტორნების 70% საერთოდ გახსნილი არ არის. რესტორნების მეპატრონეებს, რომლებმაც ლომბარდებში აიღეს ვალები, რომ გაეხსნათ ბიზნესი და ახლა შეზღუდულ პირობებში უწევთ ოპერირება, ტურიზმის გახნის პირველივე დღეს შრომის პირობების ინსპექტრების დეპარტამენტმა ჩამოურიგა 10 000-ლარიანი ჯარიმები. ვიღაცას უწერია, რომ არ ჰქონდა სამრეცხაოში 3 ნიჟარა, ვიღაცას ხელი არ ჰქონდა მოწერილი ტრენინგების ჩატარების შესახებ, ვიღაცას წყლის საზომი თერმომეტრი არ ჰქონდა, ვიღაცასთან წინასწარი ჯავშნის გარეშე იყვნენ შესულები და ვითომ წესებს არღვევდნენ“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.
მისი თქმით, უამრავი რამ წესებში არ არის ან გაზვიადებულია და საერთოდ არ იმსახურებს 10 000-ლარიან ჯარიმას. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კი მათი შემოწმება ღამის პირველ საათზე გადაწყვიტა.
„პარასკევს და შაბათს შემოწმება ღამის პირველ საათზე ჩატარდა და დააწიოკეს დაახლოებით 20-მდე ობიექტი. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო მადლობას უხდიდეს მათ, რადგან გმირობაა ასეთ რთულ მდგომარეობაში ბიზნესის წამოწყება.
ჯამში 200 000 ლარი შევა სახელმწიფოს ბიუჯეტში, მაგრამ ეს სამსახური საერთოდ ვერ ფიქრობს იმაზე, რომ ეს რესტორნები საერთოდ ვეღარ გაიხსნებიან და ამდენი ხალხი დარჩება ქუჩაში. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა“, - განმარტავს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
კოტე გაბრიჩიძის თქმით, რესტორნებთან სახელმწიფოს იგივე მოთხოვნები არ ჰქონდა რაც სასტუმროებთან და ისინი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ამოქმედების წინ არ შეუმოწმებია.
„რესტორნების ნაწილში ეს მოთხოვნა არ იყო, რომ მხოლოდ შემოწმების შემდეგ დაეწყოთ ოპერირება. ჩვეულებრივად რესტორნებს შეეძლოთ გახსნილიყვნენ. ჩვენ როდესაც შეხვედრები გვქონდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან, შეგვპირდნენ რომ თავიდან იქნებოდა გაფრთხილება, მერე იქნებოდა ვადა გამოსწორების და შემდეგ უკვე დაჯარიმება, თუ ვინმე არ დაემორჩილებოდათ. ეს ყველაფერი არის უგულებელყოფილი და ურჩევნიათ 200 000-ით გაავსონ ბიუჯეტი“, - ამბობს ის.
ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მათზე დაკისრებული ჯარიმები:
„მოვითხოვთ, რომ გააუქმონ ჯარიმები და ბოდიშიც მოგვიხადონ, ეს არის ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა და დაცინვა“- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
კოტე გაბრიჩიძე ვერ აკონკრეტებს პროტესტის ხანგრძლივობასა და დეტალებს და ამბობს: „ჩვენ ვერ წარმოგვედგინა რომ ეს ასე მოხდებოდა და ვართ ასე გაოგნებულები. ეს გაგძელდება მანამ სანამ ეს სამსახური არ მოვა ჭკუაზე“.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავად ჯანდაცვის სმინისტროში არნაირი უსაფრთხოების ნორმა არ არის დაცული.
„ეს არანაირად არ შედის არანაირ ჩარჩოში. თავად ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არის გათვალისწინებული, არც მოქალაქეებს შორის დისტანცია, არც დეზობარიერი, არც შესვლისას სიცხის მონიტორინგი, თვითონ ჯანდაცვა არ იცავს არაფერს“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის