მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვები, დაახლოებით, 50%-ით შეგვიმცირდა - "Beko საქართველოს" მოლოდინები

5ec51dc12fc4f
თათია ჩაფიჩაძე
20.05.20 16:18
1128
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ბეკო საქართველოს“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაყიდვების მაჩვენებელი განახევრებულია, რამაც იმპორტის 40%-იანი კლება განაპირობა. კომპანია შესყიდვების აღდგენას წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს.

რაც შეეხება ონლაინ ვაჭრობის შედეგებს, “ბეკოში” ამბობენ, რომ მომხმარებელი უმეტესად წვრილ ტექნიკას, ტელეფონებს და ტელევიზორებს ყიდულობდა.

მეჰმედ მელექი ვარაუდობს, რომ 2020 წლის მარტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისთვის კომპანიას, დაახლოებით, 1 წელი დასჭირდება.

ამ ეტაპზე „ბეკო“ მაღაზიების დახურვას და თანამშრომლების გათავისუფლებას არ გეგმავს. რაც შეეხება ტექნიკის ფასებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს პირდაპირპროპორციულად ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული.

„მიმდინარე წლის 4 თვეში იმპორტი 40%-ით შეგვიმცირდა, კლება ძირითადად მარტსა და აპრილში გვაქვს. ვმუშაობთ იმაზე, რომ მარტამდე არსებული რეალიზაციის დონემდე ავიდეთ, მაგრამ ამისთვის დიდი შრომა და მინიმუმ 1 წელი დაგვჭირდება. გაყიდვები საკმაოდ შემცირებულია, დაახლოებით, 50%-ით, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ნელ-ნელა გაიზრდება და იმპორტსაც დავიწყებთ, სავარაუდოდ, ივნისიდან.

ვმუშაობდით ონლაინ გაყიდვებზე, კარგი შედეგები გვაქვს ამ მხრივ, თუმცა უფრო მეტად წვრილ ტექნიკას ყიდულობდა მომხმარებელი, ასევე ტელეფონებს, კომპიუტერებს და ტელევიზორებს. მაღაზიების დახურვას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, მინიმუმ 3 თვე გადავხედავთ ვითარებას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწვეყილებებს”, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას მეჰმედ მელექმა.