ენერგოკომპანია Eni SpA-ის ცნობით, რუსული Gazprom-ი იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით 30%-ით შეუმცირებს.
Gazprom-ის განმარტებით, შეზღუდვა რამდენიმე დღით გაგრძელდება და ის ტექნიკურ სამუშაოებთანაა დაკავშირებული. ამ პერიოდის განმავლობაში იტალია რუსეთისგან ყოველდღიურად 21 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, ნორმალურ პირობებში კი აღნიშნული მაჩვენებელი 32 მილიონს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის უმსხვილესი მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ ათი დღით შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ოფიციალური წარმომადგენლობა შეფერხების მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.
მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროპელი ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ და ვარაუდობენ, რომ ამ შესაძლებლობას რუსეთი პოლიტიკური ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებს. სავარაუდოდ, შეფერხების პერიოდი დაგეგმილთან შედარებით რამდენიმე დღით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ევროპის მასშტაბით არსებულ ენერგეტიკულ კრიზისს, რითაც რუსეთი კიდევ ერთხელ მიიღებს ძალის დემონსტრირების საშუალებას.
ზემოხსენებულ პროგნოზს იზიარებენ გერმანიის და იტალიის ენერგეტიკული სამინისტროების წარმომადგენლებიც. პოტენციური დეფიციტისგან თავის დასაზღვევად იტალიამ ბუნებრივი აირის რეზერვები 60%-ით შეავსო, მთავრობა კი აქტიურად ცდილობს ალტერნატიული წყაროების მოძიებას.
იტალიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ იგნაციო ვისკოს განცხადებით, რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის ექსპორტის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, იტალიის ეკონომიკა რეცესიის გარდაუვალი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი