მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-ის ექსპორტი შემცირდა

625c2ba93b7fc
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.22 19:05
1185
Gazprom-მა 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის Telegram გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მათი ექსპორტი არა დსთ ქვეყნებში 44.6 მილიარდი კუბური მეტრი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16 მილიარდი მეტრ კუბით ანუ 26%-ით არის შემცირებული. 

Gazprom-ის ანგარიშში საუბარია მხოლოდ გაზის რაოდენობაზე და არა მიღებულ შემოსავლებზე.

კომპანიის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე გაზპრომმა 155.9 მილიარდი კუბური მეტრის გაზი აწარმოა, რაც 1.3%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. 

გაზპრომის ცნობით, გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, გაზის ექსპორტი ჩინეთში Power of Siberia-ს გაზსადენის მეშვეობით იზრდება, თუმცა შესაბამისი სტატისტიკა კომპანიას წარმოდგენილი არ აქვს.