მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom, Sberbank, Rosneft - ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსული კომპანიების რეიტინგი

6360e54a47d79
გიორგი თოლორდავა
01.11.22 13:46
528

რუსეთის ფედერაციაში არაერთი უაღრესად მაღალშემოსავლიანი კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ენერგეტიკულ და ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობის სექტორებშია წარმოდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმეტესწილად სწორედ ბუნებრივი რესურსების კომერციალიზაციაზეა დამოკიდებული.

მართალია, მიმდინარე ფისკალური წელი ჯერაც არ დასრულებულა და, შესაბამისად, კომპანიებს თავიანთი ფინანსური ანგარიშები არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა გთავაზობთ Forbes-ის მიერ მომზადებულ რეიტინგს, რომელიც 2021 წლის ფინანსურ შედეგებს ეყრდნობა.

ყველანაირი თვალსაზრისით, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი კომპანია ენერგეტიკული გიგანტი Gazprom-ია, რომლის წმინდა მოგებამ 2021 წელს 2.2 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 35.5 მილიარდი ამერიკული დოლარია.

რეიტინგში მეორე ადგილს უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაცია Sberbank-ი იკავებს, რომლის წმინდა მოგებამ 1.24 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 20 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების სიაში მესამე ადგილსაც ენერგეტიკული კომპანია იკავებს, კერძოდ, Rosneft-ი, მისი შემოსავალი 1.01 ტრილიონ რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 16.3 მილიარდი დოლარია.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსული კომპანიები (წმინდა მოგების მიხედვით):

1. Gazprom - 2.2 ტრლნ რუბლი ($35.5 მლრდ)

2. Sberbank - 1.2 ტრლნ რუბლი ($20.0 მლრდ)

3. Rosneft - 1.0 ტრლნ რუბლი ($16.3 მლრდ)

4. Lukoil - 775.5 მლრდ რუბლი ($12.5 მლრდ)

5. Surgutneftegaz - 513.2 მლრდ რუბლი ($8.3 მლრდ)

6. Norilsk Nickel - 512.9 მლრდ რუბლი ($8.2 მლრდ)

7. Novatek - 451.6 მლრდ რუბლი ($7.3 მლრდ)

8. NLMK - 371.7 მლრდ რუბლი ($6.0 მლრდ)

9. Yamal LNG - 354.7 მლრდ რუბლი ($5.7 მლრდ)

10. VTB - 327.4 მლრდ რუბლი ($5.3 მლრდ).