მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბანელი მყიდველი უკრაინული სიმინდის შესყიდვაზე უარს ამბობს

62f208d4b0f52
მარიამ ვარადაშვილი
09.08.22 12:09
5757
ლიბენელი მყიდველი, რომელსაც უკრაინული სიმინდი უნდა ეყიდა, მარცვლეულის შესყიდვა ზეუარს ამბობს. შედეგად გემი “რაზონი”, რომელმაც გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ოდესის პორტი პირველმა დატოვა, მყიდველს ელის. როგორც ლიბანში უკრაინის საელჩო აცხადებს, შესყიდვაზე უარის თქმის მიზეზი ტვირთის ხუთთვიანი შეფერხებაა.

გემმა ოდესის პორტი გასულ კვირას დატოვა და ის 26 527 ტონა სიმინდით არის დატვირთული. გეგმის მიხედვით, გემი ლიბანში კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა ამ ეტაპზე თურქეთის ერთ-ერთ პორტშია გაჩერებული. Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ უკრაინის პორტები დაახლოებით 243 000 ტონა სიმინდით დატვირთულმა 7 გემმა დატოვა.

ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც რუსეთ-უკრაინას შორის შედგა, სწორედ თურქეთის მედიაციით მოხდა. სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ჯერჯერობით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით უსაფრთხოდ მიმდინარეობს.