17.ივნისი .2021 21:00

General Motors-ი ელექტრომობილების წარმოებაში $25 მილიარდის დაბანდებას გეგმავს

General Motors-ი ელექტრომობილების წარმოებაში $25 მილიარდის დაბანდებას გეგმავს
views 259
უკან

ავტოკონცერნი General Motors-ი ელექტრომობილების წარმოებაში $25 მილიარდის დაბანდებას განიხილავს. კომპანია აღნიშნული თანხის დახარჯვას 2025 წლამდე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ General Motors-მა ელექტრომობილებში დასაბანდებელი თანხის მოცულობა გასული წლის მარტიდან 75%-ით გაზარდა. თავდაპირველად კომპანია აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე 20 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავდა.

მასთან, GM-ი აცხადებს, რომ ავტოკონცერნი 2035 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვებით დაკავდება, რის შედეგადაც ნახშირორჟანგის გამოყოფა ნულოვან დონემდე შემცირდება.

„General Motors-ი 2025 წლისთვის დაახლოებით 1 მილიონ ელექტრომობილს გამოუშვებს. ჩვენ ამ მიმართულებით ინვესტირების გაზრდა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ელექტრონულ ავტომობილებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ამასთან აშშ-ში ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს“, - აღნიშულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.