მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაიდენთან სატელეფონო საუბარი სანქციების ახალ პაკეტს შეეხო" - ზელენსკი

62448b1153dc2
ალა ისპირიანი
30.03.22 21:10
787
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვით ნაწილში მხარდაჭერას, სანქციების ახალ პაკეტს, ასევე უკრაინის მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ახლახან დავასრულე ერთსაათიანი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან. გავუზიარეთ ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებული სიტუაციის შეფასება. ვისაუბრეთ კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, – წერს ზელენსკი.