ქუთაისსა და თბილისში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეების საყურადღებოდ ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში დარჩენილ ყაზახეთის მოქალაქეებს რამდენიმე სასტუმროში მოწყობილი საერთო სამუშაო სივრცის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
BM.GE-სთან საუბრისას ყაზახეთის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ coworking-სივრცეების საჭიროება თავად ყაზახეთის მოქალაქეებს გაუჩნდათ, რისთვისაც სივრცეები ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და ყაზახეთის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.
„თქვენი კომფორტისთვის, ჩვენ მოვაწყვეთ დროებითი თანამშრომლობის ობიექტები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რომლის გამოყენებასაც უფასოდ შეძლებთ.
ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ის ტერიტორიაზე (მისამართი ქ. გრიშაშვილი დ. 11) მოწყობილი Coworking-ი საკონფერენციო ოთახში 1-ელ სართულზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია 24/7.
Coworking in Tbilisi მდებარეობს სასტუმრო „ბიოგრაფიის“ ტერიტორიაზე, (მისამართი ქ. დევნილი კალანდაძის #15). Coworking-ი განთავსებულია საკონფერენციო ოთახებში 1-ელ სართულზე და ხელმისაწვდომია 24/7“, - მიმართავს საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსული ყაზახეთის მოქალაქეებს.
მისი ინფორმაციით, ყაზახეთში არსებული მდგომარეობის გამო გადადებული ფრენების შედეგად ამ დროისთვის საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის 560 მოქალაქე დაბინავებულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი