მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ის მიერ საქართველოში ბაზის დროებით გაუქმება, ჯერჯერობით, არ დასტურდება

5efc2f26702fe
BM.GE
01.07.20 10:43
1619
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს.

როგორც BM.GE-ის უწყებაში უთხრეს, ავიაკომპანიას ამის შესახებ ოფიციალური მიმართვა არ გაუკეთებია. ამასთან, აეროპორტების გაერთიანებაში მოლოდინი აქვთ, რომ "ვიზეარი" აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ცნობისთვის: „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის ბაზას დროებით აუქმებს.

„ფრენები (ალბათ) მაინც იქნება (ოდესმე) მაგრამ ეს ძალიან ცუდი ამბავია, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის გადაწყვეტილებამ ჩავიკეტოთ და არ განვაახლოთ ფრენები იმ ქვეყნებთანაც კი, სადაც ძალიან კარგი ეპიდსიტუაციაა“, - წერს გიორგი კანდელაკი facebook-ის პირად გვერდზე.

ავიაომპანია Wizz Air საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.