მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ხუთ თვეში Wizz air ქუთაისიდან 390 ათას მგზავრს მოემსახურა

საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანია Wizz air მიმდინარე წლის ხუთ თვეში 390 543 ათას მგზავრს მოემსახურა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 117%-ს შეადგენს.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში BMG-ის უთხრეს, Wizz air Hungary-ის კიდევ ერთმა კომპანიამ Wizz Abu Dhabi-მ, რომელიც 2021 წლიდან ქუთაისიდან ასრულებს ფრენებს, იანვარ-მაისში 51 040 მგზავრი გადაიყვანა, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 126%-ს შეადგენს. 2023 წლის იანვარი-მაისში ქუთაისის აეროპორტი ჯამში 502 323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 74%-ით აღემატება.

მიმდინარე წლის ხუთ თვეში აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე ნიშნულს 66%-ით აჭარბებს. 1-ლი ივნისიდან WIZZ AIR-მა ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები კი 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები