მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს უხდის სახელმწიფო კომპანია Wizz Air-სა და სხვა ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის

wizzair

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა თუ რა მოცულობის თანხას უხდის სახელმწიფო კომპანია იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტული მიმართულებებით ასრულებენ რეისებს. აღნიშნულ დაფინანსებას მიმართულების განვითარებისა და მარკეტინგის ხარჯები ეწოდება და ის ავიაკომპანიების მიერ შესრულებულ რეისებსა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე არის მიბმული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის აეროპორტში რეისების უდიდესი ნაწილი სწორედ Wizz Air-ის მიერ სრულდება, დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილს სავარაუდოდ სწორედ ის იღებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ამ მიმართულებით აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან 12,661,000 ლარი დახარჯა, რაც 2022 წელთან შედარებით 5.3 მილიონი ლარით მეტი იყო.

Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს #1 ავიაკომპანიაა, 2023 წელს ის საქართველოში 1,270,737 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 116%-ით მეტი იყო.

მთავრობის მიერ არის განსაზღვრული აეროპორტების გაერთიანების მიერ ამ სერვისის შესყიდვის პირობები. დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიის მიერ აეროპორტების გაერთიანებისგან მისაღები მხარდაჭერა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე არის მიბმული, თუმცა ის წლიურად ერთ ავიაკომპანიაზე არაუმეტეს 4 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ავიარეისების მხარდაჭერის პროგრამას "აეროპორტების გაერთიანება" მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯებს უწოდებს და ის საქართველოდან ფრენების სიხშირისა მგზავრთა ნაკადის ზრდას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები