მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის 8 თვეში Wizz air-ის მიერ გადაყვანილი მგზავრები 127% -ით გაიზარდა

wizz air

უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკითაც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერია და მას ბაზარზე 21%-იანი წილი უკავია.

თუ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ავიაკომპანია 396 147 მგზავრს მოემსახურა, ეს მაჩვენებელი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 898 150 იყო. ეს ინფორმაცია BMG-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მიაწოდა. 

2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

კომპანია ბაზარზე შემოსვლის დღიდან მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს და როგორც მისი კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო BMG-ის ეუბნება ჯერჯერობით სხვა აეროპორტებიდან ფრენას არ გეგმავენ. 

"ძალიან გვახარებს ეს რიცხვები და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ქუთაისის აეროპორტთან. საქართველოს ბაზარზე ვიზრდებით და მალე დავამატებთ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს. დარწმუნებული ვარ, მეტი მიმართულება და ბაზა იქნება საქართველოში. ჩვენთვის ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია და ამ ბაზარზე ზრდა გვინდა. ამ ახლა ვერ გეტყვით რა ახალი მიმართულება იქნება ან როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ფრენებს ვაგრძელებთ ქუთაისიდან, იქ გვაქვს ბაზა და იქ ვფიქრობთ ზრდას", - ამბობს რადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები